Home » ახალი ამბები » სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს
სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს

სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს

საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე მოხვედრილი მედიკამენტების მხოლოდ 10 პროცენტი ექვემდებარება ლაბორატორიულ კვლავას, სხვა დანარჩენის ხარისხის კონტროლი კი, მხოლოდ ვიზუალური (შეფუთვის) დათვალიერებით შემოიფარგლება.

მედიკამენტების გაზრდილ ფასებსა და ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს კარდიოლოგი ნანა თერძიშვილი გამოეხმაურა: „ყოფილა შემთხვევები, როდესაც უბნის ექიმი კარგად მუშაობს პაციენტებთან, მაგრამ ავადმყოფები დანიშნულებას  უსახსრობის გამო ვერ ასრულებენ. თუ სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელი იქნება  პირველადი მოხმარების მედიკამენტები ნაწილობრივ, დაფინანსდეს,   რათა პაციენტმა შეძლოს მკურნალობა, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი.  მარტო ექიმთან ვიზიტი არ არის საკმარისი, თუ მედიკამენტოზური მკურნალობა არ გაგრძელდა, ეფექტუ შედეგს ვერ მივიღებთ.“

კარდიოლოგი მიიჩნევს, რომ მედიკამენტების ხარისხი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რათა უხარისხო მედიაკმენტი ბაზარზე ვერ მოხვდეს.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. უხარისხოა მედიკამენტი, როდესაც ჯენერიული შემადგენელი მოქმედი ნივთიერების პროცენტულობა საკმაოდ დაბალია. ეს მის ეფექტურობას აქვეითებს. საბოლოო ჯამში ეს არის არაეფექტური  შრომა ექიმის მხრიდან და დაკარგული ხარჯი პაციენტისგან, განსაკუთრებით კი ასეთ  მძიმე სოციალურ პირობებში, – განმარტავს ნანა თერძიშვილი.

ამასთან,   დადებითად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების ინიციატივას და მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,  მსგავსი ჯგუფის მედიკამენტები საერთოდ აღარ დაუშვან ბაზარზე.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]

Share