Home » საზოგადოება » სახელმწიფო უწყებებში 2 თვეში 103 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 5 საქმე გაიხსნა
სახელმწიფო უწყებებში 2 თვეში 103 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 5 საქმე გაიხსნა

სახელმწიფო უწყებებში 2 თვეში 103 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 5 საქმე გაიხსნა

2019 წლის 2 თვეში საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.  კერძოდ, 2017 წლის იანვარ-თებერვალში სამოხელეო დანაშაულის 85 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წელს – 99, 2019 წლის 2 თვეში კი უკვე 103, საიდანაც მხოლოდ 5 საქმე გაიხსნა.

ცნობისთვის, დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას.

უფრო კონკრეტულად კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 20 ფაქტი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების – 51, სამსახურებრივი გულგრილობის – 8, სამსახურებრივი სიყალბის – 4 ფაქტი, ქრთამის აღების – 18 და ქრთამის მიცემის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

Share