Home » საზოგადოება » სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი ეწვივნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი ეწვივნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი ეწვივნენ.

გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ სტუმრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის გასული წლის შედეგები და ახალი პროექტები გააცნეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) ერთობლივი პროექტის სტატუსზე, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო. GAO-თან თანამშრომლობა მოიცავს ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების და გაცემული რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასებისა და პროფესიული დახელოვნების მიმართულებებს.

„სასარგებლო და მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გენერალურ აუდიტორთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთავრობისთვის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინფორმაციის მიწოდებაში.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს და აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ინსტიტუციური განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გააჩნია კარგი მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI), რომელიც მრავალი წელია მხარს უჭერს უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს.

შედეგად, თანამედროვე სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს საქართველოს წარმატებული ისტორიის მაგალითს“, − განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

Share