Home » ფინანსები » სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

„2021 წლის 9 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 49 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.880 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.944 გაიყიდა განისაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ეროვნული ბანკი – ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2021 წელსაც გააგრძელებს

Share