Home » ფინანსები » სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ხოლო, მოთხოვნამ 73 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450 პროცენტით, მაქსიმალური 8.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.650%-ით განისაზღვრა.

სებ-ის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

Share