Home » ფინანსები » სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ხუთ წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში  სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ შეადგინა 76 845 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.235 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

Share