Home » ფინანსები » სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
უწყების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 30 050 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.490 პროცენტით, მაქსიმალური 7.650 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.555 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
Share