Home » საზოგადოება » საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას „საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების კურსზე“

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას „საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების კურსზე“

საჯარო აუდიტის ინსტიტუტში „საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების კურსზე“  მიღება დაიწყო.

საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიცირების კურსი არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლება, რომელიც ანიჭებს პირს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებას 5 წლის ვადით.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები, რომლებიც ირიცხებიან მაგისტრატურის ან დოქტურანტურის უმაღლესი განათლების სასწავლო საფეხურზე, ისარგებლებენ შეღავათიანი პირობებით  და გადაიხდიან სასწავლო კურსის და გამოცდის ღირებულების ნახევარს. 

კურსი მოიცავს შემდეგ სასწავლო მოდულებს:

  1. საბიუჯეტო კანონმდებლობა:
    მონაწილეები შეისწავლიან საჯარო ფინანსების მართვის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტის არსი, საბიუჯეტო მოწყობა, საბიუჯეტო სისტემები, საბიუჯეტო პროცესი, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები , საბიუჯეტო კლასიფიკაცია, სახელმწიფო ვალი და პროგრამული ბიუჯეტი.
  2. საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები:
    მოდულის ფარგლებში განიხილება მიმდინარე პერიოდში მოქმედი IPSAS სტანდარტები.
  3. ფინანსური აუდიტი:
    მოდულის ფარგლებში განიხილება ფინანსური აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ასს – ISA 200 – 720 ჩათვლით)
  4. შესაბამისობის აუდიტი
    მოდულის ფარგლებში განიხილება შესაბამისობის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი (ISSAI – 4000)
  5. ეფექტიანობის აუდიტი:
    მოდულის ფარგლებში განიხილება ეფექტიანობის აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი (ISSAI – 3000)

რას ნიშნავს იყო სერტიფიცირებული აუდიტორი?
ადასტურებთ, რომ გაქვთ ცოდნა:

  • უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესახებ.
  • საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) შესახებ
  • საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობის შესახებ
  • ჩაატაროთ აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
  • ორგანიზაციის საჯარო ფინანსების მართვის შესახებ და შეგიძლიათ შეაფასოთ სახელმწიფო რესურსების გამოყენება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ “საჯარო აუდიტის ინსტიტუტის” ვებ-გვერდს: sai.ge

 

Share