Home » ეკონომიკა » საგარეო ვაჭრობა იანვარ-მაისში 3%-ით გაიზარდა
საგარეო ვაჭრობა იანვარ-მაისში 3%-ით გაიზარდა

საგარეო ვაჭრობა იანვარ-მაისში 3%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 3%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2016 წლის იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

“საქსტატის” ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 %-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 780 მლნ აშშ დოლარი იყო (12 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3290 მლნ აშშ დოლარი (8 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2509 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოქვეყნდება.

Share