Home » ეკონომიკა » საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივლისში 14%-ით გაიზარდა

საგარეო ვაჭრობა იანვარ-ივლისში 14%-ით გაიზარდა

საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ივლისში 6,548 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.

“საქსტატის” ცნობით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 1,122 მლრდ დოლარი იყო, იმპორტი – 5,426 მლრდ დოლარი. შესაბამისად, ექსპორტი საანგარიშო პერიოდში 12%-ით შემცირდა, იმპორტი კი 25%-ით  გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4,304 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66% შეადგინა.

წყარო: BPI

Share