Home » საზოგადოება » „საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს“
„საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს“

„საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს“

საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს, ოღონდ შესაბამისი პრინციპების დაცვით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს სესხის გადახდას ან აღებული სესხი მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას.

„რამდენად მალე მიიღებენ ეს ადამიანები ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დამოკიდებულია თავად ფინანსურ ინსტიტუტებზე. აქ ვადებზე საუბარი არ არის მართებული. კიდევ ერთხელ განვმარტავ, პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების განხორციელება უკვე დაწყებულია, ჩვენ მივიღეთ ზომები ამასთან დაკავშირებით. პირველი იანვრიდან შევა ძალაში დებულება, რომელიც კიდევ უფრო მეტად განმარტავს ამ პრინციპებს და საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რა შემთხვევაში გასცემენ სესხს, ოღონდ ამ პრინციპების დაცვით. ვფიქრობთ, არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს სესხის გადახდას ან აღებული სესხი მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას.

გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, სიფრთხილეს გამოვიჩენთ. ასევე მოგეხსენებათ, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ე.წ შავ სიაში იყვნენ, ვერ ახერხებდნენ კვალიფიციური სამსახურის დაწყებას, რადგანაც მათი შემოსავლის დიდი ნაწილი მიემართებოდა სესხების დასაფარად, რომელიც კიდევ უფრო იზრდებოდა ჯარიმებისა და საურავების გამო. მათ უკვე ნამდვილად ექნებათ შესაძლებლობა, ოფიციალურად დაიწყონ მუშაობა და ვფიქრობ, მათთვის დამატებითი სტიმულია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Share