Home » ეკონომიკა » საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა
საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. “საქსტატის” მონაცემებით, ამ კატეგორიის პროდუქციის ექსპორტმა 105 მლნ აშშ დოლარს მიაღწია და მთელი ექსპორტის 12% შეადგინა.

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 88 მლნ აშშ დოლარია და ექსპორტში მისი წილი 10%–ით განისაზღვრება.

მესამე ადგილზე კვლავ ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტმა 86 მლნ აშშ დოლარია და ექსპორტში მისი წილი 10%–ია.

2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,917 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13%–ით ნაკლებია; მთლიან საგარეო ვაჭრობაში ექსპორტი 884 მლნ აშშ დოლარია (25%–ით ნაკლები), იმპორტი – 3,033 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები).

Share