Home » მსოფლიო » სად ხარჯავენ ყველაზე დიდ ფულს აზარტულ თამაშებში
სად ხარჯავენ ყველაზე დიდ ფულს აზარტულ თამაშებში

სად ხარჯავენ ყველაზე დიდ ფულს აზარტულ თამაშებში

ავსტრალიელები ყველაზე მეტს ხარჯავენ აზარტულ თამაშებში

დასავლეთ სიდნეის გარეუბანში Revesby-ის მშრომელთა კლუბში უზარმაზარი ფულადი ჯეკპოტების გათამაშება ხდება. კაფეები, რესტორნები, საპარიკმახერო და სპორტული დარბაზი, განთავსებულია სწორედ ამ სახელგანთქმულ კლუბში. სპეციალურ ოთახებში არსებული ელექტრონული სათამაშო აპარატები მომსვლელთა შორის ყველაზე დიდ ყურადღებას იპყრობს. ადამიანების უმრავლესობა ამ ადგილს იმედგაცრუებული ტოვებს, თუმცა არიან ისეთები ვინც დიდ ჯეკპოტებს იგებენ. როგორც ირკვევა, მოთამაშეები წელიწადში $255 მილიონ დოლარს კარგავენ.

ეს არ არის ანომალია. ავსტრალია ყველაზე მეტ ფულს გასცემს მოთამაშეებზე, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა.  H2- (აზარტული თამაშების დედაქალაქი) მიხედვით 2016 წელს თითოეულმა ზრდასრულმა პიროვნებამ 990 დოლარი დაკარგა. ეს კი 49%-ით მეტია სინგაპურის მაჩვენებელზე, რომელიც აზარტულ თმაშებში წაგებული თანხების მიხედვით მეორე ავსტრალიის შემდეგ.

ცხრილში ნაჩვენებია თუ რომელი ქალაქებში აგებენ ყველაზე დიდ ფულს აზარტულ თამაშებში 2016 წლის მონაცემების მიხედვით.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია სათამაშო აპარატების გავრცელებასთან. ათწლეულების ლიბერალიზაციის შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 197 000 აპარატი გამოჩნდა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი აზარტული თამაშების პოპულარიზაციას. შტატების უმრავლესობაში კლუბებსა და პაბებში სათამაშო ავტომატებით სარგებლობა დასაშვებია, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მხოლოდ კაზინოშია ნებადართული.

კრიტიკოსების თქმით ეს სათამაშო ავტომატები ისეა მოწყობილი და ისეთი დიზაინი აქვს, რომ მარტივად იზიდავს ყველა ადამიანს.  მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით აზარტული თამაშების დროს ადამიანის ორგანიზმიდან გამოიყოფა დოპამინი, რაც მას უფრო მეტი აზარტულობისკენ და ჩართულობისკენ უბიძგებს. ‘’ეს ისეთივეა როგორიც, კოკაინზე დამოკიდებულება’’,-აცხადებს პროფესორი ჩარლზ ლივინგსტონი.

ავსტრალიელების უმრავლესობა ხშირად ერთობა სათამაშო ავტომატებით, მაგრამ როგორც ირკვევა მომხმარებელთა უმრავლესობა მაინც ღარიბული უბნებიდანაა. 2010 წლის მთავრობის განცხადებაში წერია, რომ სოციალური დანახარჯები აზარტულ თამაშებზე შეადგენს 4.7 მილიარდ დოლარს წელიწადში. მეორეს მხრივ კი იგეგმებოდა იმ თანხის შემცირება, რომლის დახარჯვაც შეეძლება მოთამაშეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესდებოდა სპეციალური ლიმიტი, რომელიც კონკრეტულ განსაზღვრულ თანხაზე მეტის წაგების საშუალებას მოთამაშეს არ მისცემდა. ტერიტორიული მთავრობები ვალდებულებას იღებენ დაარეგულირონ აზარტული თამაშები გარკვეულ დონეზე. ისინი წელიწადში 5.7 მილიარდ დოლარს იღებეენ გადასახადების სახით ამ ინდუსტრიიდან. ფედერალურ მთავრობას შეუძლია თეორიულად ჩაერიოს ამ პროცესებში და სწორედ 2012 წელს მათ მოითხოვეს დაწესებულიყო სპეციალური ზღვარი, რომელიც დიდ თანხის წაგების საშუალებას არ მისცემდა მოთამაშეს.

მეორეს მხრივ კი სათამაშო ინდუსტრიაში აცხადებენ, რომ ეს საქმიანობა ქმნის ათასობით სამუშაო ადგილს და აფინანსებს სპორტულ კლუბებს. “ისინი ბევრ სამუშაოს ასრულებენ ისეთ ადგილებში, სადაც მთავრობა დიდად არ ჩქარობს აქტიურობას”- აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

 ლევან ლაგვილავა
www.economist.com

Share