Home » საზოგადოება » საბურთალოს რაიონში ქოშიგორას დასახლებასთან მისასვლელი ახალი გზა გაკეთდა
საბურთალოს რაიონში ქოშიგორას დასახლებასთან მისასვლელი ახალი გზა გაკეთდა

საბურთალოს რაიონში ქოშიგორას დასახლებასთან მისასვლელი ახალი გზა გაკეთდა

საბურთალოს რაიონში, ქოშიგორას დასახლებასთან მისასვლელი ახალი გზა გაკეთდა. დასახლების აღმაშენებლის ხეივანთან დასაკავშირებლად გზა სპეციალურად გაიჭრა და 1536 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო.

„ქოშიგორას დასახლებასთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გაკეთდა. ძველ გზაზე უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახალი გზის გაკეთება გადავწყვიტეთ. აღნიშნული გზის 1536 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო და სატრანსპორტო გადაადგილება უსაფრთხო და მოსახერხებელი გახდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 153 748 ლარი გამოყო. საგზაო სამუშაოები შპს ,,ჯეუგრუპის“ მიერ შესრულდა.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

Share