Home » მსოფლიო » საბერძნეთმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
საბერძნეთმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საბერძნეთმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტი 3 ოქტომბერს შეიკრიბა. დროის შემჭიდროვებულ ვადებში, 9 ნოემბერს კი პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი მხარდაჭერილია.

საბერძნეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი 26-ე სახელმწიფოა, რომელმაც ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დარჩენილი ორი ქვეყანა – ბელგია და იტალია, უახლოეს პერიოდში გეგმავს შეთანხმების რატიფიცირებას.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]

Share