Home » მსოფლიო » საბერძნეთი აღარ წააგავს წარუმატებელ სახელმწიფოს რომელიც ევროზონიდან გაძევებას იმსახურებს
საბერძნეთი აღარ წააგავს წარუმატებელ სახელმწიფოს რომელიც ევროზონიდან გაძევებას იმსახურებს

საბერძნეთი აღარ წააგავს წარუმატებელ სახელმწიფოს რომელიც ევროზონიდან გაძევებას იმსახურებს

ინტერნეტ-გამოცემა “ბლუმბერგში” მარკ გილბერტის სტატია გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ფართო საზოგადოებაში არაა ცნობილი, რომ დღეს საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრია ამერიკის აკადემიური წრეებიდან გამოსული დიმიტრი პაპადიმიტრიუ, ხოლო ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკას სათავეში უდგას მაღალი კლასის პროფესიონალი გიორგოს პიცილისი. არც ერთია მმართველი “სირიზას” პარტიაში.

 
მიუხედავად მემარცხენე იდეოლოგიისა, “სირიზამ” გამოავლინა თავისი პრაგმატიზმი ეკონომიკის მართვაში. რა თქმა უნდა, ეკონომიკური გაჯანსაღება კვლავ პრობლემატურია და არც ახალი საფრთხეები გამქრალა. მიუხედავად ამისა, საბერძნეთი აღარ წააგავს წარუმატებელ სახელმწიფოს რომელიც ევროზონიდან გაძევებას იმსახურებს.

 
2009 წელს დაწყებული კრიზისის შემდეგ, საბერძნეთის ბანკებში ფულადი თანხები განახევრებულია. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ბერძნებმა კვლავ განაახლეს საბანკო ანაბრების სახით ფულის შენახვა.

 
უკეთესად გამოიყურება საბერძნეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა. ამა წლის მესამე კვარტალში, რომელიც სექტემბერში დასრულდა, საბერძნეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა კვლავ დაიწყო ზრდა და წლიურზე გადაანგარიშებით თითქმის ორი პროცენტი შეადგინა. უნდა ითქვას, რომ ასეთი ზრდის მაჩვენებელი არც ევროზინას აქვს მთლიანობაში და არც ევროზონის წამყვან ქვეყნას გერმანიას.

 
ასევე გაიზარდა სახელმწიფო შემოსავალი. წელს მოულიან, რომ ეს მონაცემი 7 პროცენტით გადააჭარბებს პროგნოზირებულს და ჯამში 50 მილიარდ ევროს შეადგენს. მოელიან, რომ გაისადაც ამ მხრივ შესამჩნევი გაუმჯობესება იქნება.

 
გასული წლის შუა თვეებში შემოღებულმა მკაცრმა კონტროლმა კაპიტალის მოძრაობაზე დადებითი შედეგი მოუტანა საბერძნეთს. კერძოდ, მნიშვნელოვნად იკლო შავმა ბაზარმა და აღურიცხავმა ფულადმა ტრანსაქციებმა, რამეთუ ბანკომატებში ნაღდი ფულის ნაკლებობამ აიძულა ბერძნები ფართოდ გამოეყენებინათ საკრედიტო ბარათები. გასულ სექტემბერს კუნძულ მიკონოსხე დაწესებულმა დამატებითი ღირებულების გადასახადმა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი გამოიღო. სახელმწიფო ხაზინაში შემოსულმა თანხებმა 250 პროცენტით გადააჭარბეს დაგეგმილს. როდოსის კუნძულის შემთხვევაში, დაწესებული გადასახადიდან შემოსავლის გადაჭარბებამ 240 პროცენტი შეადგინა. გაიზარდა შემოსავლები სხვა საკურორტო კუნძულებიდან, ესაა ზაკინტოსი, კორფუ და სანტორინი”, – ნათქვამია სტატიაში.

 
“გრძელდება ქვეყნის ინფრასტრუქტურის ობიექტების პრივატიზაცია, ესაა აეროპორტები, ავტოტრასები, კომუნალური მომსახურების ობიექტები, ნავსადგურები და სხვ. წელს პრივატიზაციიდან შემოსავალი, მოლოდინის თანახმად, შეადგებს ორნახევარ მილიარდს, ხოლო გაისად იგი 6 მილიარდ ევროს მიაღწევს.

 
პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის გადადგომაში საბერძნეთმა საკუთარი სარგებელი ნახა. რაც უფრო იზრდება ევროზონაში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები, მით უფრო ლიბერალური იქნება ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთისადმი, რომელსაც სჭირდება ფინანსური დახმარების ახალი საშეღავათო პროგრამები. ცხადია, ინვესტორებიც უფრო გულდამშვიდებით მოეკიდებიან საბერძნეთის აუხლოეს მომავალს.

 

რა თქმა უნდა, საბერძნეთს მეტად ესაჭიროება ვალების შემსუბუქება. ექსპერტთა გათვლებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტი საგარეო ვალის დაფარვასა და მომსახურებას ხმარდება. ესპანეთისა და იტალიის შემთხვევაში ეს მონაცემები შესაბამისად 8 და 9 პროცენტს შეადგენს.

მოამზადა მერაბ მაისურაძემ

Share