Home » მსოფლიო » საბერძნეთის სოფელი, 9 მოსახლით, სადაც მკაცრ კარანტინს და დისტანციას იცავენ

საბერძნეთის სოფელი, 9 მოსახლით, სადაც მკაცრ კარანტინს და დისტანციას იცავენ

საოცარი დისციპლინის მქონე ხალხის შესახებ ბერძნული მედია წერს. საუბარია დრამას ერთ-ერთ სოფელზე, პაპადეს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ 9 ადამიანი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის უცხოა სიტყვა ხალხმრავლობა, მკაცრად იცავენ ყველა ზომას, რომელიც უსაფრთხოებისთვის არის მიღებული.

გიორგოს მიხალიდისი, საკუთარ მეუღლესთან და რამდენიმე თანასოფლელთან ერთად, კარანტინის წესებს ისევე იცავს, როგორც დიდი ქალაქების მაცხოვრებლები და გარეთ გასვლისას პირბადის გაკეთებაც არ ავიწყდებათ. გარდა ამისა, მკაცრად იცავენ დისტანციას.

“ფაქტი, რომ ჩვენ შორს და ისედაც იზოლაციაში ვართ, არ ნიშნავს, რომ არ უნდა შევასრულოთ ექსპერტთა მითითებები და არ უნდა დავემორჩილოთ კანონს. ჩვენ ვატარებთ პირბადეებს, როდესაც გარეთ გავდივართ, რაც უნდა ახლოს მივდიოდეთ.

არაფერს ვაკეთებთ თქვენგან განსხვავებულს, გარდა იმისა, რომ არ ვაგზავნით SMS. ვართ შორს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უგულებელვყოფთ მიღებულ ზომებს. ეს არის იდეალური ადგილი კარანტინის გასატარებლად, ადგილი, რომელიც ჰგავს თავშესაფარს,” ამბობს ბატონი მიხალიდისი.

წყარო: GEORGIANS.GR

Share