Home » ფინანსები » საბანკო სექტორმა თავისი გაიტანა – ახალი რეგულაციების ამოქმედება პირველ იანვრამდე გადაიდო
საბანკო სექტორმა თავისი გაიტანა - ახალი რეგულაციების ამოქმედება პირველ იანვრამდე გადაიდო

საბანკო სექტორმა თავისი გაიტანა – ახალი რეგულაციების ამოქმედება პირველ იანვრამდე გადაიდო

ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, მეორედ გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ.

შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან უნდა შესულიყო ძალაში, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

თავიდან ახალი რეგულაციების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა, რამაც ორი კვირით, 15 ნოემბრამდე გადაიწია.

კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Share