Home » ფინანსები » საბანკო რეგულაციები 15 ნოემბრამდე ამოქმედდება
საბანკო რეგულაციები 15 ნოემბრამდე ამოქმედდება

საბანკო რეგულაციები 15 ნოემბრამდე ამოქმედდება

ახალი საბანკო რეგულაციები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, არაუგვიანეს 15 ნოემბერს ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სების განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკში აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებთან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით.

დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება.

„კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს ცალკეული მუხლებისა და პუნქტების ტექნიკური ხასიათის დაზუსტებისა და გამარტივების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილება განიცადა, განახლებული დოკუმენტი საფინანსო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.

ამასთან მიზანშეწონილად ჩაითვალა საფინანსო ორგანიზაციებს კიდევ რამდენიმე დღე მიეცეთ ახალი ვერსიის გასაცნობად და მათი შიდა პროცესების რეგულირების პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვნად. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება დებულების ძალაში შესვლის თარიღის რამდენიმე დღით გადაწევის შესახებ, სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო რეგულაციები, რომელთა თანახმად: იპოთეკაზე წესდება, მაქსიმუმი, 15-წლიანი ლიმიტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, მაქსიმუმი, 10-წლიანი იქნება, ხოლო ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

Share