Home » საზოგადოება » საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გიორგი წერეთელი 2018 წლის აპრილიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

გიორგი წერეთელს, როგორც საჯარო ასევე, კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში კიდევ ერთი ცვლილებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ პირველი მარტიდან სალომე წურწუმია ინიშნება.

სალომე წურწუმია ამ დრომდე, დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

Share