Home » გალერეა » საათის შვიდი ბრენდი რომლის შესახებ არაფერი იცოდით
საათის შვიდი ბრენდი რომლის შესახებ არაფერი იცოდით

საათის შვიდი ბრენდი რომლის შესახებ არაფერი იცოდით

საათების მწარმოებელი გიგანტი კომპანიები დიზაინერებსაც კი კარნახობენ მოდის ტენდენციებს. Forbes’-ის სიაში Rolex-ის პოვნა Lexus და Hyundai-ის გასწვრივ შეგიძლიათ, აგენტ 007-ის თაყვანისმცემლებმა კი იციან, რომ ჯეიმს ბონდი Omega-ს არ ღალატობს.

მაგრამ ცნობადობასა და პოპულარობასთან ერთად საათების ფასებიც იმატებს. მართალია, Swiss legends’-ის საათებზე საუბრისას ნანო-ინჟინერიის საოცრებას ვეხებით.

თუ ისეთი საათის შეძენა გსურთ, რომელსაც მეგობრის მაჯაზე იშვიათად თუ შეამჩნევთ, ეს სტატია თქვენთვის არის.

 Shinola.

shinola

დეტროიტის სამრეწველო დეგრადაცია სამი ათწლეულის განმავლობაში აფრთხობს მის მოსახლეობას. მაგრამ ფენიქსის მსგავსად, ფერფლიდან აღსდგა და პოპულარობა მოიპოვა Shinola-მ.

შვეიცარული ნაწილებითა და ძვირფასი ტყავით დამზადებული საათები უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს.

დეტროიტში დამზადებულ საათებზე თავს იწონებს წარწერა ‘Made in the USA’

ჩვენი შემოთავაზება: Shinola Brakeman Blue Face With Date, ფასი £540

buy on shinola.com

TRIWA.

triwa

სკანდინავიელი დიზაინერის მიერ შექმნილი მინიმალისტური საათი მიმზიდველად გამოიყურება.

სტოკჰოლმის TRIW-ს საათები თეთრი ან ოქროსფერი ციფერბლატით შეგხვდებათ. ფოლადის სამაჯურები და ყავისფერი ტყავის მატერია კიდევ უფრო დიდ კონსტრასტს სძენს საათს.TRIW ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქრია ნებისმერი მამაკაცისთვის.

ჩვენი შემოთავაზება: TRIWA Ivory Halvern, ფასი £175

buy on triwa.com

 Skagen.

ska

Skagen ჩრდილოეთ დანიის ერთ-ერთი ქალაქის სახელია, რომელიც ჩრდილოეთ ზღვასთან, ნახევარკუნძულზე მდებარეობს.

ბრენდის სტილი სკანდინავიურია – მარტივი ციფერბლატი და მეტალის დეტალები. Baselworld-ის თემებს საათის ახალ კოლექციაში უხვად იპოვნით, ტიტანის ჩარჩოებით, ლურჯი და შავი ფონებით.

Skagen ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია.

ჩვენი შემოთავაზება: Ancher Leather Chronograph Watch, ფასი  £175

buy on skagen.com

 Junghans.

jung

მიუხედავად იმისა, რომ Junghans-ის წარმოება 150 მეტ წელს ითვლის, ცოტამ თუ იცის ამ ბრენდის შესახებ. საათების შექმნა ლეგენდარულ Max Bill-ს უკავშირდება.

მინიმალისტური დიზაინი და ხარისხთან შესაბამისი ფასი საათის მომხმარებლებისთვის შეუცვლელს ხდის.

ვიზუალმა ბოლო 50 წლის განმავლობაში არც თუ ისე დიდი ცვლილება განიცადა, შესაბამისად კოლექციონერებისთვის საინტერესოა საათი, რომლის დიზაინმაც დროს გაუძლო.

ჩვენი შემოთავაზება: Junghans Max Bill Automatic, ფასი £725

buy on watches-of-switzerland.co.uk

MVMT.

mvt

MVMT (აბრევიატურა“movement”) საათების სამყაროში სულ რაღაც ორი წლის წინ გამოჩნდა და უკვე მოხიბლა ბევრი მომხმარებელი.

საათების დამზადების ტექნოლოგია, ოდნავ მკაცრი ვიზუალი, ოქროსფერისა და შავის ან თეთრისა და ვერცხლისფრის კონტრასტი და უამრავი პატარა დეტალი MVMT-ს მამაკაცების ფავორიტ ბრენდად აქცევს.

ჩვენი შემოთავაზება: MVMT Classic, ფასი £63.18

buy on mvmtwatches.com

Georg Jensen.

gerg

დანიური ბრენდი Georg Jensen თავისი ძვირადღირებული სამკაულებით არის ცნობილი, საათების წარმოება კი კომპანიის ახალი ეტაპი არის.

Georg Jensen-ის ქრონომეტრები ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, სადა და უბრალო, თეთრი ციფერბლატითა და დანაოჭებული ზედაპირით.

ბრენდის საათები სქელ არშიაშემოვლებულ სათვალეებთან და ყელსაბამთნ ერთად მოდის ახალი ტენდენცია გახდა.

ჩვენი შემოთავაზება: Georg Jensen Koppel 41mm, ფასი €1,750

buy on georgjensen.com

Komono.

kameno

ეს ახალგაზრდა ბელგიური ბრენდი კლასიკური სტილის სათვალეებისა და საათების წარმოებაზე არის ორიენტირებული.Komono-ს საათები ფერების მრავალფეროვნებით არის ცნობილი. ტყავის სამაჯური კი მიმზიდველი და არაორდინალურია.

Komono-ს ქრონომეტრი მარტივი გზაა ხაზი გაუსვათ თქვენს გემოვნებასა და სტილს.

ჩვენი შემოთავაზება: Komono Winston Black Zirconium, ფასი £70

წყარო:

Share