Home » საზოგადოება » საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 000 მოსწავლემ ვერ გადალახა
საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 000 მოსწავლემ ვერ გადალახა

საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 000 მოსწავლემ ვერ გადალახა

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებზე საჭირო ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა.

როგორც მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუხცადა, შედეგები წელსაც  ისეთივეა, როგორც იყო შარშან.

“საატესტატო გამოცდები გუშინ დამთავრდა და რამდენიმე დღეში შეჯამდება ზუსტი შედეგები. დაახლოებით 11 ათასი მოსწავლეა, რომელმაც ვერ გადალახა გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე სხვა საგნები. ისმის ჩივილები, რომ პროგრამას არ ემთხვეოდა გამოცდის შინაარსი, თუმცა ეს ასე არ არის. კომპიუტერით ადაპტირებული ტესტირება იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ  მოწმდება, ცოდნის გამოყენება რამდენად შეუძლია მოსწავლეს”,-აღნიშნა ჯეჯლავამ.

Share