Home » საზოგადოება » საარჩევნო ბარიერი რეგიონებში 3%-მდე, თბილისში კი 2.5%-მდე მცირდება

საარჩევნო ბარიერი რეგიონებში 3%-მდე, თბილისში კი 2.5%-მდე მცირდება

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება.

ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულო შემადგენლობა განისაზღვრება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებს.

Share