Home » საზოგადოება » სააკაშვილი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვაზე: ბლეფია – აკეთებენ, რომ მოკლან დამოუკიდებელი მედია

სააკაშვილი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვაზე: ბლეფია – აკეთებენ, რომ მოკლან დამოუკიდებელი მედია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვას ბლეფს უწოდებს და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს. მისი განცხადებით, რეკლამაზე შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, მედიას მიყენებული ფინანსური ზარალი უნდა აუნაზღაურდეს.

„საქართველოში უნდა იყო მედია კოდექსი, თუ მაგალითად გაუარესდა სარეკლამო პირობები, როგორც ახლა აკეთებენ, რომ მოკლან დამოუკიდებელი მედია.

ვთქვათ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა სათამაშო ბიზნესი, თუმცა ეს არის ბლეფი – სათამაშო ბიზნესის ბოსები არიან ესენი და დანარჩენები უბრალოდ წავლენ ჩრდილში. ეს უკრაინაში ნანახი მაქვს და ვიცი, როგორ გამოიყურება.

ვთქვათ, მიიღეს ეს შეზღუდვა, ავტომატურად კაპიკ-კაპიკ უნდა აუნაზღაურდეს ყველა დამოუკიდებელ მედიას ის ზარალი, რომელსაც მიიღებს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“,- განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

Share