Home » საზოგადოება » სააკაშვილი – ჩემი მმართველობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა

სააკაშვილი – ჩემი მმართველობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა

ჩემი მმართველობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ყველანაირი ჩანაწერის წინააღმდეგია.

„ეს ჩანაწერები აჩვენებს, რომ ისინი მთლიანად მორყეული არიან შიგნიდან. ეს არის შიგნიდან გამოტანილი, ეჭვს არ იწვევს. ეჭვი არ მაქვს არავისზე, მაგათ შიდა სამზარეულოში ვერ ვერკვევი და არც მაინტერესებს. ერთი რამ ვიცი, საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ჩანაწერის. ყველანაირი ჩანაწერი მგონია ნაქურდალი რაღაც და მე მაინცდამაინც არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს მათი მოსმენა.

უფრო მეტსაც გეტყვით, არასოდეს, ჩემი მმართველობის დროს, არც ერთხელ და ახლა მოდით, ზედაპირულად ნუ კი იტყვით, ეგ როდის იყო, არასოდეს, არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა.

ამათ დროს კი, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათივე მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებზე პირადი ცხოვრების, ძალიან ინტიმური მომენტების ამსახველი ჩანაწერების გამოყრა და განადგურება, ადამიანების პიროვნული მოსპობა.

ეს არის ოლიგარქიული მმართველობის სტილი, ეს არის მათი სტილი და ამიტომ, რასაც აკეთებენ მთელი წლები, იმით ასრულებენ თავის არსებობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Share