Home » საზოგადოება » რუსული ტელეკომპანია СТС-ის ჟურნალისტებმა საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადეს (ვიდეო)
რუსული ტელეკომპანია СТС-ის ჟურნალისტებმა საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადეს (ვიდეო)

რუსული ტელეკომპანია СТС-ის ჟურნალისტებმა საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადეს (ვიდეო)

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია СТС-ის ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემა მოამზადეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ტელეკომპანიის გადაცემა Руссо Туристо-ს გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოინახულეს. ჟურნალისტებმა თბილისის, გუდაურის, სტეფანწმინდის, მცხეთისა და ყვარლის ღირსშესანიშნაობები გადაიღეს.

ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ნარიყალა. ერთ-ერთი მათგანი ქართულ ანსამბლ “რუსთავის” რეპეტიციას დაესწრო, სადაც ქართული ფორმა ჩაიცვა და რამოდენიმე ილეთი ისწავლა. მან აღნიშნა, რომ “თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართული ცეკვის სწავლა იოლია, ცდება”. მეორემ დაათვალიერა სამჭედლო, სადაც მან ხანჯლის დამზადებაში მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ხინკლის გასინჯვა გადაწყვიტა და აღნიშნა, რომ “ერთადერთი, რაც ხინკლის შესახებ ვიცი, ეს ისაა, რომ ხინკალი გიგანტური პელმენია”. მან აგრეთვე მოინახულა ყვარელი, სადაც ჩურჩხელას ამოვლება და შოთის ჩაკვრა ისწავლა.

iPress

Share