Home » მსოფლიო » რუსული „სბერბანკი“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ბანკი გახდა

რუსული „სბერბანკი“ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ბანკი გახდა

5 ოქტომბერს, „სბერბანკის“ ჩვეულებრივი აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 350 რუბლი გახდა მოსკოვის საფონდო ბირჟაზე.

როგორც იტყობინება ABC.AZ-ი, Banker.az-ზე დაყრდნობით,  ამის შემდეგ კომპანიის კაპიტალიზაციამ (პრივილეგირებული აქციების ჩათვლით) მიაღწია 7.96 ტრილიონ რუბლს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინდიკატორის თანახმად, „სბერბანკმა“ გადაუსწრო დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საკრედიტო ბანკს, HSBC-ს და გახდა ყველაზე ძვირადღირებული ბანკი ევროპაში.

ამასთან, 6 ოქტომბერს, „სბერბანკის“-ის ჩვეულებრივი აქციების ფასმა კვლავ მოიმატა და 375,48 რუბლს მიაღწია.

შედეგად, კომპანიის კაპიტალიზაციამ მიაღწია 8.2 ტრილიონ რუბლს.

Share