Home » მსოფლიო » „რუსულ-გერმანული პროექტი Nord Stream 2 სტრატეგიული შეცდომაა, გაზის ფასების ზრდა შეიძლება იყოს ამის მტკიცებულება“

„რუსულ-გერმანული პროექტი Nord Stream 2 სტრატეგიული შეცდომაა, გაზის ფასების ზრდა შეიძლება იყოს ამის მტკიცებულება“

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, მატეუშ მორავიცკიმ Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობას შეცდომა უწოდა. გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, როგორც არგუმენტი, პოლიტიკოსმა დაასახელა გაზის ფასების ზრდა.

”მე ძალიან ცუდად ვაფასებ ამ რუსულ-გერმანულ პროექტს და მივიჩნევ სტრატეგიულ შეცდომად. გაზის ფასების ზრდა შეიძლება იყოს მტკიცებულება“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

მან დასძინა, რომ ქვეყანა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა Nord Stream 2-ის მშენებლობას და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა მის დასრულებას.

ივლისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარჩინ პრიჟდახი ამტკიცებდა, რომ გაზპრომის პროექტი ზიანს აყენებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას და შეარყევს ევროკავშირის ერთიანობას. მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ ის დარჩება არააქტიურ მდგომარეობაში.

თუმცა, 10 სექტემბერს, მილსადენის მშენებლობა დასრულდა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, ზბიგნევ რაუმ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა გაერთიანდნენ პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად.

კარელ გირმანი, უკრაინის მთავრობასთან არსებული რეფორმების ხელშეწყობის მრჩეველთა სტრატეგიული ჯგუფის ყოფილი წევრი, იზიარებს პოლონეთის პრემიერ მინისტრის თვალსაზრისს. მან იწინასწარმეტყველა “საფასო ცუნამი” ევროპაში გერმანიისა და ავსტრიის მიერ Nord Stream 2-ის მხარდაჭერის გამო.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ბუნებრივი აირის ღირებულება გაიზარდა 900 დოლარამდე ათას კუბურ მეტრზე, ხოლო 15 სექტემბერს მან რეკორდულ ზრდას, ათას დოლარს მიაღწია ათას კუბურ მეტრზე.

სანდრო პირველი

 

 

Share