რუსთავში „ქართული ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. ცერემონიაზე სიტყვით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდნენ.
საწარმო 5 თვეში აშენდა. ამ ეტაპზე საწარმოში 700 ადამიანია დასაქმებული, მომავალი წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 4 ათასამდე გაიზრდება. საწარმო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ დახმარებით აშენდა.
