Home » ბიზნესი » “რუსთავის აზოტში” დასაქმებულებმა აქციები დაასრულეს

“რუსთავის აზოტში” დასაქმებულებმა აქციები დაასრულეს

“რუსთავის აზოტის” საწარმოში მუშაობა ყველა საამქრომ განაახლა.

კომპანიიდან გაფიცული 2000-მდე თანამშრომელი სამუშაოებს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც მათსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.

როგორც “ინფო რუსთავს” საწარმოში ერთ-ერთმა დასაქმებულმა, გიორგი კაპანაძემ განუცხადა აქციები დასრულდა და ახლა ადმინისტრაციასთან სიტყვიერი შეთანხმების დოკუმენტალურად გაფორმებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები გაიფიცნენ და საწარმოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციების გამართვა დაიწყეს.

Share