Home » საზოგადოება » რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2023 წლამდე დასრულდება
რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2023 წლამდე დასრულდება

რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2023 წლამდე დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდება.

„რუსთავი-თბილისის ავტობანის ერთი მონაკვეთი არის თბილისიდან წითელ ხიდამდე და მეორე მონაკვეთი კი, ალგეთამდე. ევროპის საინვესტიციო ბანკთან ცალკეულ მონაკვეთებზე თანხების გამოყოფის თაობაზე დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა შეთანხმება. სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ეს მონაკვეთი ეტაპობრივად 2023 წლამდე დასრულდება. პროექტს კონკრეტულად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, ხოლო ცალკეულ მონაკვეთს მუნიციპალური განვითარების ფონდი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Share