Home » საზოგადოება » რუსთავი 2 ის ნომინალურ მეწილეებს დღეს ბიძინა ივანიშვილიც ეძებდა
რუსთავი 2 ის ნომინალურ მეწილეებს დღეს ბიძინა ივანიშვილიც ეძებდა

რუსთავი 2 ის ნომინალურ მეწილეებს დღეს ბიძინა ივანიშვილიც ეძებდა

“ქიბარ ხალვაში სასამართლოში სარჩელით შედის და ნახეთ რა ამბავი დატრიალდა, როგორ გაბედა და შეიტანა სარჩელი, როგორ გაბედა მოსამართლემ და ამას სასამართლო იხილავს. ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება და ატეხეს აჟიოტაჟი.” – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“იყო მესაკუთრეებში ქიბარ ხალვაში? იყო და მთელმა საქართველომ იცის. შეიძლება მას ჰქონდეს პრეტენზია? – შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება შეიტანოს სასამართლოში სარჩელი?  შეიძლება!  სასამართლო არის ვალდებული განიხილოს? ალბათ, არის ვალდებული განიხილოს. რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი? რა ხდება?! ეს აწეული აჟიოტაჟი “ნაციონალურ მოძრაობასა” და ტელევიზიის დირექტორს ძალიან აკნინებს.

რატომ ხმაურობენ ამდენს? აი, ტელევიზია “მაესტროში” ისევ დავობენ, რუსთავი 2-ზე ადრე დაწყებული დავაა აქციონერებს შორის. იქნებ ეს დავა გადაწყდეს… გასაგებია ქიბარ ხალვაშია ერთ მხარეს, მეორე მხარე ვინ არის, თქვენ თუ მეტყვით, ვინაა გვარამია? ვის ედავება ხალვაში? მყიდველებში წერია ყარამანიშვილები, მაგრამ ეს გვარამია რა ხდება? რატომ არის ასეთ ისტერიკებში? მერე რა რომ დირექტორია? ვინ ამბობს, რომ ჟურნალისტებთან და დირექტორთან აქვს დავა? სად წერია ეს? ედავებიან მხოლოდ მესაკუთრეებს და სხვები რატომ არიან ისტერიკებში?

ეს ყველაფერი ზედმეტ ეჭვებს იწვევს და კიდევ ერთხელ ამყარებს ხალვაშის პოზიციას. მე კი არ ვუჭერ ხალვაშს მხარს, მათი ქცევები უჭერენ მხარს. ძალიან დიდ ეჭვს ბადებს ეს ყველაფერი, სად არიან ყარამანიშვილები, რატომ არ იცავენ თავს?!” – განაცხადა ივანიშვილმა.

Share