Home » საზოგადოება » რუსთაველზე მდებარე სასტუმროებს ტურისტები ტოვებენ
რუსთაველზე მდებარე სასტუმროებს ტურისტები ტოვებენ

რუსთაველზე მდებარე სასტუმროებს ტურისტები ტოვებენ

„სასტუმროებს, რომელიც რუსთაველზე მდებარეობს, ტურისტები ტოვებენ,“ — ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ განუცხადა.

„საუბარია, მაგალითად, თბილისი მერიოტზე და სხვებზე. ვიცი, რომ რამდენიმე სტუმარი სასტუმროებს სხვა ადგილას ეძებდა. მე მაქვს რუსთაველზე სასტუმრო აპარტამენტები და ყველა ევროპელი სტუმარი წავიდა. არავინ არ დარჩენილა, რადგან მთელი ღამე გაზის სუნს სუნთქავდნენ. პირველ რიგში, ყველასთვის უმთავრესი უსაფრთხოებაა ხომ? ასეთი ინციდენტების შემდეგ ვერც ტურისტი და ვერც საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდ ვერ იქნება,“— აღნიშნავს სიდამონიძე.

მისივე განმარტებით, ფაქტია ისიც, რომ უქმდება სხვადასხვა სასტუმროებში რეზერვაციებიც.

„მაგალითად, გვირეკავენ და გვეკითხებიან, თუ რამდენად ახლოს ვართ რუსთაველის გამზირთან და ასე შემდეგ. არ ვიცი ამაზე სხვა სასტუმროები რამდენად ილაპარაკებენ, მაგრამ ფაქტი ასეა. ჩემი კოლეგებისგანაც ვიცი, რომ საკმაოდ ცუდი სიტუაციაა,“ — აცხადებს სიდამონიძე.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანელი ტურისტების გარკვეულმა ნაწილმა  ჯავშნები გააუქმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს – რეკომენდაცია მოქალაქეებს ქვეყნის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მისცა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ სასურველია, რუსმა ტურისტებმა საქართველოში ჩასვლისგან თავი მანამ შეიკავონ, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება.

რუსი ტურისტების ადგილზე მე თავს შევიკავებდი საქართველოში წასვლისგან, მიუხედავად იმისა რომ, ბოლო წლებში საქართველო რუსებისთვის საყვარელი  ადგილი გახდა. რატომ გავრისკოთ? დაველოდოთ საქართველოს მთავრობას, მოაგვაროს სიტუაცია- განაცხადა ჯაბაროვმა რუსულ მედიასთან.

commersant

Share