Home » საზოგადოება » რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ტაქტიკურ მანევრებში 2 500 ჯარისკაცი და 600 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითები და მოტომსროლელი დანაყოფი.

სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და სხვა დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების შემუშავებას დაეთმობა.

სწავლების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლები ტანკებით, ნაღმმტყორცნებით, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩატარდება.

fortuna.ge

Share