Home » ფინანსები » რუსმა მილიარდერმა Vivus.ge–ს მამობილ კომპანიაში დაბანდებული $70 მლნ-ით 1 მილიარდი დოლარი მოიგო
რუსმა მილიარდერმა Vivus.ge–ს მამობილ კომპანიაში დაბანდებული $70 მლნ-ით 1 მილიარდი დოლარი მოიგო

რუსმა მილიარდერმა Vivus.ge–ს მამობილ კომპანიაში დაბანდებული $70 მლნ-ით 1 მილიარდი დოლარი მოიგო

რუსმა მილიარდელმა ოლეგ ბოიკომ Vivus.ge–ს მამობილ ლატვიურ კომპანიაში 4finance 2011 წელს დაბანდებული 70 მილიონი დოლარით (წილის 75%) 4 წელიწადში, არც მეტი, არც ნაკლები, 1 მილიარდი დოლარი მოიგო.

რუსი მილიარდერის კიდევ უფრო გამდიდრების ფონზე, მისი კომპანიის საქმიანობა ლატვიაში 2015 წელს საერთოდ აკრძალეს, მაგრამ ის მუშაობას ათზე მეტ ქვეყანაში აგძელებს, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც 2013 წელს Vivus.ge–ს სახელით „შემოაბიჯა ამაყად“ ახალმა ფინანსურმა სერვისმა – ფული ხელფასამდე. ხოლო ვისაც ფული ძალიან ჭირდებოდა ხელფასამდე (თან თავიდანვე უფასო ფულს ჰპირდებოდნენ გაჭირვებულ მოსახლეობას), მას წლიური 700%–იც უნდა გაეღო ნაწყალობევი, პირობითად – 300 ლარისათვის.

მათემატიკურად თუ დავიანგარიშებთ, ასეთი ფული მხოლოდ მაშინაა უფასო, ანუ ნულოვანი, თუ თვითონ თანხაც 0–ის ტოლია. მაგალითად, 0,00 ლარის 700% შეადგენს 0,00–ს. მაგრამ 1 ლარის 700% უკვე 7 ლარს უდრის.

საქართველოში არსებულ სოციალურ ფონზე რომ არაფერი ვთქვათ, მზადაა თუ არა ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავლის მოცულობა მოემსახუროს კრედიტს 700%–ით? თუნდაც, ბოლო დროს, გარკვეული რეგულაციებით 100%–მდე შემცირებულ სესხს! ამას საკომისიო და ათასგვარი დასახელების გადასახადებსაც თუ დავუმატებთ, პროცენტი მაინც სოლიდური გამოდის.

კიდევ ერთი საკითხი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. თუ გავითვალისწინებთ საგარეო ვაჭრობის უარყოფით სალდოს, რაც კოლოსალურად გამოიყურება და უდიდეს გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსსა და, შესაბამისად, სამომხმარებლო ფასებზე, რატომ უნდა მიადგეს ქვეყანას დამატებითი ზიანი ფინანსური მომსახურებიდან მიღებული კოლოსალური საპროცენტო შემოსავლის დოლარში ადგილზევე კონვერტაციით და მისი შემდგომი გადინებით რუსი მილიარდერის ოლეგ ბოიკოს ჯიბეში?

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

წყარო: pia.ge

Share