Home » მსოფლიო » რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა
რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა

რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის შესახებ რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 5%-ით გაიზარდა.

„ბიბისის“ ცნობით, ICE-ს ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობი 5%-ით გაძვირდა და ბარელზე 48,11 დოლარი შეადგინა.

4%-ით გაიზარდა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 46 დოლარი შეადგინა.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალიდ ალ-ფალიჰმა ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ნოვაკის თქმით, მსოფლიოს ნავთობისმწარმოებელი ორი უმსხვილესი ქვეყნის თანამშრომლობა „უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება ნავთობის ბაზრის სტაბილიზირებისთვის“.

წყარო: BPN

Share