რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვოლკოვის თქმით, რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება. ამის შესახებმან „რასია 24“-ის ეთერში განაცხადა.
„ფრენების შეწყვეტა იმ მომენტამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის მხარისთვის არ იქნება წარმოდგენილი კომპანიების – Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, მათი აუდიტი. ასევე იმ მომენტამდე, ვიდრე ბოლომდე არ დაიფარება ქართული მხარის მიერ აერონავიგაციის მომსახურების არსებული დავალიანება“ , – განაცხადა ვოლკოვმა.
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.