Home » მსოფლიო » რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ოფიციალურად აღიარა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ოფიციალურად აღიარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ოფიციალურად აღიარა

რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. “ტასის” ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა თურქეთის საჰაერო სივრცეში იმ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ხანმოკლე შესვლა, რომელიც სირიის ოპერაციებში მონაწილეობდა.

“შაბათს, 3 ოქტომბერს, გეგმური ფრენის დასრულების შემდეგ, ტყის მთიანი მასივის თავზე მანევრების შესრულებისას “ჰმეიმიმის” აეროდრომზე დაბრუნების დროს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა “სუ-30″-მა რამდენიმე წამით თურქეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა”,

– განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

მისი თქმით, ანალიზის შედეგად სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამეთაურო ჯგუფის მიერ მიღებულია სათანადო ზომები, მომავალში მსგავსი შემთხვევეის თავიდან აცილების მიზნით. კონაშენკოვის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა უამინდობის გამო მოხდა. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, 4 ოქტომბერს მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა.

Share