Home » საზოგადოება » რუსეთი საქართველოს ახალი სანქციებით ემუქრება
რუსეთი საქართველოს ახალი სანქციებით ემუქრება

რუსეთი საქართველოს ახალი სანქციებით ემუქრება

როგორც რია ნოვოსტი წერს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები აამოქმედოს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის ფრანც კლინცევიჩის განცხადებით, მოსკოვი ამ ნაბიჯს გადადგამს, თუ თბილისი რუსელენოვნებთან მიმართებით დისკრიმინაციულ პოლიტიკას განაგრძობს.

„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებამ, შესაძლოა გვაიძულოს მივიღოთ გრძელვადიანი საპასუხო ზომები, რაც ტურისტულ ემბარგოს სცდება“, – დაწერა კლინცევიჩმა Facebook-ზე.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს კინოთეატრებში ფილმების რუსუელოვანი სეანსების მოხსნასთან დაკავშირებით: “როგორც ჩანს ეს არის რუსუელოვანი მაყურებლებისადმი ბოიკოტი”.

Share