Home » მსოფლიო » რუსეთი “ცივი ომის” შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს
რუსეთი "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

რუსეთი “ცივი ომის” შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

რუსეთი სექტემბერში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გეგმავს, 300 000 სამხერდო მოსამსახურის მონაწილეობით. წვრთნებში მონაწილეობას რუსეთის გარდა, ჩინეთისა და სავარაუდოდ, მონღოლეთის შეიარაღებული ძალებიც მიიღებენ.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით Vostok-2018-ის სამხედრო წვრთნების ჩატარების მიზეზი ქვეყნის მიმართ არსებული “აგრესიული და არამეგობრული” დამოკიდებულებებია. Vostok-2018-ის მასშტაბები, მასში ჩართული სამხედრო შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის ოდენობის მხრივ მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მაშტაბურ ბრძოლას უტოლდება.
თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ჩატარდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ტრანს-ბაიკალის რეგიონში, ცუგოლის საწვრთნელ არეალში და 11-დან 15 სექტემბრამდე გასტანს. მინისტრმა აღნიშნული მანევრები 1981 წლის საბჭოთა კავშირის Zapad-8-ის წვრთნებსაც კი შეადარა, რომელიც ნატოსგან მომავალი საფრთხის ინსცენირებას წარმოადგენდა, თუმცა მისივე განცხადებბით Vostok-2018 თავისი მასშტაბებით უფრო დიდია.
არსებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც მიიღებს. ამ ფაქტზე, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ადასტურებს რუსეთისა და პეკინის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა სფეროში. ჩინეთის მხრიდან კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება-გაღრმავებას ემსახურება და მიზნად ისახავს ორი მხარის შესაძლებლობების გაზრდას, რათა სათანადოდ და ერთობლივად გაუმკლავდენენ სხვადასხვა სამხედრო საფრთხეებს. თუმცა, ასევე დასძინა რომ ვარჯიშები არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ.
წყარო: kvirispalitra.ge
Share