Home » მსოფლიო » რუსეთში სომხური არმიის პატივისცემად გასამართი ღონისძიების ჩატარება აიკრძალა

რუსეთში სომხური არმიის პატივისცემად გასამართი ღონისძიების ჩატარება აიკრძალა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სომხური არმიის შექმნის 30 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი არ გამართულა. ადგილობრივი სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა უკვე მოამზადეს ბანერი 28 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებისთვის, თუმცა, სომხებს ადგილობრივმა მერიამ რუსეთის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის იუბილეს აღნიშვნის დაუშვებლობა შეახსენა. ამის შესახებ haqqin.az წერს.

კონცერტის შესახებ რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა Bloknot წერდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაბამის პლაკატს ამშვენებდა 1992-1993 წლებში სომხეთის პრეზიდენტის მრჩევლის თავდაცვის საკითხებში (ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ომის დამნაშავე) ვაზგენ სარქისიანის სამხედრო ციტატა. კონცერტი 28 იანვარს ვორონეჟის რკინიგზის მუშაკთა კულტურის სახლში იგეგმებოდა.

ვორონეჟის მერიაში განაცხადეს, რომ კონცერტის შესახებ მხოლოდ ამ საიტის (Bloknot) საშუალებით შეიტყვეს. გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მიწვეული იყო ვორონეჟის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე, კამო ჩობანიანი, რომელსაც ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ ჩობანიანმა, ისევე როგორც ადგილობრივმა სომხურმა საზოგადოებამ, არაფერი იცოდა კონცერტის შესახებ და არ მონაწილეობდა მის ორგანიზებაში.

კამო ჩობანიანი

                                                                    კამო ჩობანიანი

მერიის ჩარევის შემდეგ კონცერტი 6 თებერვალს გადაიდო და თემატიკა მთლიანად შეიცვალა. ახლა ღონისძიება მიეძღვნება „რუსეთში სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“.

სომხურ დიასპორაში, ვარდან ვარდაზარიანის თქმით, ისინი ძალიან აღშფოთებულნი იყვნენ ვიდეოთი, რომელიც YouTube-ზე გამოქვეყნდა მას შემდეგ, როდესაც ეს ღონისძიება დაიგეგმა. ვიდეოს სათაური შემდეგი იყო: „პროვოკაციის მცდელობა! ვორონეჟში სომხები თავიანთ ადგილას დააყენეს!” უცნობი ავტორი იტყობინება, რომ გაიმართა „გასაგები საუბრები“ სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან და „გაფრთხილება გამოიცა ასეთი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ“. იმიტომ, რომ რუსეთის ქალაქში მხოლოდ რუსული არმიის იუბილე შეიძლება აღინიშნოს.

„ადიდეთ თქვენი ჯარი სახლში, ჩვენ გვყავს ჩვენი, რომელიც მფარველობს, მათ შორის თქვენ და თქვენს ჯარსაც”, – ნათქვამია ვიდეოში სარკასტულად.

სანდრო პირველი

Share