Home » მსოფლიო » რუსეთში ყოველი მეორე ტუროპერატორი კოტრდება – ტურისტებს ფული არ დაუბრუნდებათ

რუსეთში ყოველი მეორე ტუროპერატორი კოტრდება – ტურისტებს ფული არ დაუბრუნდებათ

რუსი ტუროპერატორების ნახევარზე მეტი ტურიზმის სფეროს კოლაფსისა და რუსებისთვის პოპულარული ქვეყნების მიმართულებით ჯერ კიდევ ჩაკეტილი საზღვრების გამო გაკოტრების წინა რეჟიმშია. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს.

ამასთან, ერთიან ფედერალურ რეესტრში შემავალი ტურისტული კომპანიების დაახლოებით 60% რისკის ქვეშ იმყოფება. ასეთი მონაცემები მოცემულია წერილში, რომელიც რუსეთის მთავრობას გაუგზავნა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის (PCT) ასოციაციამ “ტურისტული დახმარების” და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ეროვნულმა კავშირმა.

“ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა და თუნდაც მთელი ტურისტული რეგიონები კვლავ დახურულია რუსებისთვის – ეს არის ჩინეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და თითქმის მთელი ევროპა”, – ნათქვამია მიმართვის ავტორების მიერ გაგზავნილ წერილში, რომელიც პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, ვიცე-პრემიერ, დიმიტრი ჩერნიშშენკოს და “როსტურიზმის” ხელმძღვანელ ზარინა დოგუზოვას სახელზე.

გასულ წელს, მთავრობის მიღებული დადგენილებით, ტუროპერატორები ვალდებულნი არიან გადაიხადონ დავალიანება კლიენტების მიმართ, რომელთა ტურები გაუქმებულია მიმდინარე წლის ბოლომდ, მაგრამ ტუროპერატორების საამისო სახსრები არ გააჩნიათ.

უსეთის ტურისტული ინდუსტრიის  ასოციაციაში (PCT) აცხადებენ, რომ ტურპაკეტების შეცვლაც შეუძლებელია.

„შეუძლებელია, მაგალითად, შორეული აღმოსავლეთიდან ტურისტებს შესთავაზოთ ჩინეთში მოგზაურობის ჩანაცვლება თურქეთით“, – ამბობს PCT-ის ვიცე პრეზიდენტი, იური ბარზიკინი.

კომპანიებმა უცხოელ პარტნიორებს ტურებისთვის ფული გადაურიცხეს და მათი დაბრუნების მექანიზმი არ არსებობს. ტურისტული კომპანიების კლიენტების მიმართ დავალიანების მთლიანი ოდენობა 25 მილიარდ რუბლს აღწევს, საიდანაც მხოლოდ 7 მილიარდს ფარავს სადაზღვევო და პირადი პასუხისმგებლობის ფონდები.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ტუროპერატორის გაკოტრების შემთხვევაში, მის მიერ გამოტანილი ყველა თანხა დარჩება უცხოელი პარტნიორის შემოსავალში. არც რუს ოპერატორს და არც ჩვენს ტურისტებს ფული არ დაუბრუნდებათ“, – აცხადებს ტურისტული კომპანია “ტურპომოშის” ხელმძღვანელი, ალექსანდრე ოსაულენკო.

გაყიდულ ავიაბილეთებზეც კი ტურისტულ ბიზნესს ფულის დაბრუნება არ შეუძლია: ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ 2023 წლის მაისამდე არ შეესრულებინათ ვალდებულებები.

Sberindex-ის მიხედვით, 2021 წლის ზაფხულში რუსებმა 2,3 მილიარდი დოლარი დახარჯეს გამავალი ტურიზმისთვის და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელთან შედარებით, ეს ხარჯები 70%-ით გაიზარდა, ზოგჯერ კლებაც ფიქსირდება. ასე რომ, 2019 წელს გამავალი ტურიზმის ბრუნვამ რუსეთში 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ გამავალი ტურიზმის განვითარება არ არის შეტანილი რუსეთის მთავრობის გრძელვადიან გეგმებში, რაც ეროვნული პროექტების დონეზე იყო დასახული.

2030 წლამდე იგეგმება ქვეყნის მასშტაბით შიდა მოგზაურობების გაორმაგება – 65 მილიონიდან 140 მილიონამდე. შიდა ტურიზმის წვლილი მშპ-ში 2,2-ჯერ უნდა გაიზარდოს – 3,7-დან 8,2 ტრილიონ რუბლამდე და სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაიზარდოს ინდუსტრიაში – 68%-ით, 4,5 მლნ ადამიანამდე.

სანდრო პირველი

 

Share