Home » მსოფლიო » რუსეთში “მეფობა ბრუნდება” – გუბერნატორობა სიცოცხლის ბოლომდე ხდება შესაძლებელი

რუსეთში “მეფობა ბრუნდება” – გუბერნატორობა სიცოცხლის ბოლომდე ხდება შესაძლებელი

უვადო მმართველობის ფორმა – უმაღლეს სამთავრობო თანამდებობებზე მუშაობა ხანგრძლივობის შეზღუდვის გარეშე, რუსეთისთვის ნორმად იქცევა. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს.

პრეზიდენტის შემდეგ, რომლის არჩევის რაოდენობირივი ზღვარი „განულდა“ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ, ლიმიტების გაუქმებას „ზედიზედ ორი ვადით“ რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებიც მიიღებენ.

შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს წარადგინა ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კლიშასმა, დუმამ სამშაბათს პირველი მოსმენით მიიღო.

პროექტის მიხედვით, რეგიონულ პარლამენტს უფლება ექნება დაადგინოს ვადების მაქსიმალური რაოდენობა – თითოეული 5 წლის განმავლობაში, თუმცა “რუსეთის ფედერაციაში სახალხო ძალაუფლების ერთიანი სისტემის შესახებ” დოკუმენტის ცვლილებები, ანულირებს გუბერნატორის თანამდებობაზე არაუმეტეს ორი ვადით ზედიზედ არჩევის ნორმას.

კანონპროექტი ასევე აფართოებს გუბერნატორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის გამო: თუ ეს ახლა შესაძლებელია კორუფციის ან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, ცვლილებების მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება რეგიონების ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენება ნდობის “ნებისმიერი მიზეზით” დაკარგვის შემთხვევაში.

”თუ პრეზიდენტმა დაკარგა ნდობა გუბერნატორის მიმართ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სამუშაო გამოვა” – თქვა პაველ კრაშენინინიკოვმა, კანონპროექტის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

როგორც “ინტერფაქსი” წყაროზე დაყრდნობით წერს, მთავრობამ მოამზადა დადებითი პასუხი კანონპროექტზე.

“ინოვაციების მიზანია “მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება”, – თქვა ცვლილებების ავტორმა, ანდრეი კლიშასმა.

ალექსანდრე პირველი

Share