Home » მსოფლიო » რუსეთში დააპატიმრეს ბროკერი, რომელიც რუბლის გაცვლითი კურსით მანიპულირებდა

რუსეთში დააპატიმრეს ბროკერი, რომელიც რუბლის გაცვლითი კურსით მანიპულირებდა

რუსეთის ცენტრალური ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა დაადგინა რუბლის გაცვლით კურსზე დერივატებით მანიპულირების ფაქტები.

ბანკი «Зенит»-ის ტრეიდერი გამოჭერილი იქნა დოლარისა და რუბლის მანიპულაციურ გარიგებებში. ის კონტრაქტებს საკუთარ თავს  ყიდდა.

”ოფციონებით გარიგება დადებულია ПАО Банк ЗЕНИТ-სა და შაბალოვ ვლადიმერ ნიკოლაევიჩს შორის, რომელიც კომპანიის თანამშრომელი იყო. მას ჰქონდა უფლებამოსილება შეესრულებინა ფინანსური ოპერაციები ПАО Банк ЗЕНИТ-ის ინტერესების სასარგებლოდ.

შაბალოვმა ასევე შეასრულა ოპერაციები საკუთარი საბროკერო ანგარიშის ოფციებით ”, – ნათქვამია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გააუქმა შაბალოვზე გაცემული ფინანსური ბაზრის სპეციალისტის საკვალიფიკაციო სერთიფიკატები და გაუგზავნა ბრძანებულება Зенит ბანკს, მომავალში მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

ბანკი «Зенит»-ი აქტივების მიხედვით პირველ 40-ეულშია და ფიზიკური ოირების დეპოზიტების მიხედვით პირველ 30-ეულშია.

სანდრო პირველი

Share