Home » მსოფლიო » რუსეთმა საბჭოთა ანაბრების კომპენსაციის საკითხი 2025 წლამდე გაყინა

რუსეთმა საბჭოთა ანაბრების კომპენსაციის საკითხი 2025 წლამდე გაყინა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრის კომიტეტმა, პირველი მოსმენით რეკომენდაცია მისცა პარლამენტის ქვედა პალატას მიეღო კანონპროექტი, 2025 წლის 1 იანვრამდე, შეაჩეროს კომპენსაციის გადახდა 1991 წლის 20 ივნისამდე რუსეთის სბერბანკში შეტანილ დანაზოგებთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტს განიხილავს 26 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, რუსეთში, 1995 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გარანტიას უწევს რუსეთის ფედერაციის შემნახველი ბანკის დეპოზიტებში განთავსებული დანაზოგის აღდგენასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტის თანახმად, დანაზოგის აღდგენა უნდა განხორციელდეს მათი გადაცემით რუსეთის ფედერაციის მიზნობრივი ვალის ვალდებულებებში.

კომპენსაციების გაცემის შეჩერება გრძლდება ყოველწლიურად 2003 წლიდან იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობას ჯერ არ აქვს შემუშავებული კანონები, რომლებიც დაარეგულირებს სავალო რუბლის გამოყენების პროცედურას და გადაცემას რუსეთის მიზნობრივი ვალის ვალდებულებებზე. ასევე პროცედურებიც მათი მომსახურებისთვის.

გარდა ამისა, რუსეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ საბჭოთა დეპოზიტების სრული კომპენსაციის ფინანსური წყაროების ნაკლებობაა.

კომიტეტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ადრე, 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში მსგავსი კანონპროექტების განხილვისას, სახელმწიფო დუმამ მთავრობას ურჩია, შეიმუშაოს და წარუდგინოს პარლამენტის ქვედა პალატას კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს მოქალაქეების დანაზოგების კომპენსირებას, თუმცა ეს არ გაკეთდა.

კომიტეტი ხაზს უსვამს შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებისა და მიღების დაჩქარების აუცილებლობას, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს სრულად შეასრულოს ეს ვალდებულებები. მინისტრთა კაბინეტს ასევე მიეცა რეკომენდაცია, მიეწოდებინა ინფორმაცია ამ კანონის განვითარების შესახებ მთავრობის წლიურ ანგარიშში და სახელმწიფო სათათბიროს წინა რეზოლუციების შეუსრულებლობის მიზეზებზე.

სანდრო პირველი

Share