Home » მსოფლიო » რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადები გაზარდა

რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადები გაზარდა

რუსეთიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადები გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობილია, რომ 2021 წლის რუსეთიდან ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 50,9 დოლარიდან 53,5 დოლარამდე გაიზრდება ტონაზე.

ზრდა სხვა პროდუქტების ექსპორტსაც შეეხო – ქერის საექსპორტო გადასახადი 31 დოლარიდან 35,3 დოლარამდე გაიზრდება ტონაზე.

აღსანიშნავია, რომ სიმინდზე გადასახადი 47,8 დოლარიდან 46,3 დოლარამდე შემცირდა.

სანდრო პირველი

Share