Home » მსოფლიო » რუსეთისა და საუდის არაბეთის ალიანსი ნავთობზე წარმოადგენს „ფიქტიურ ქორწინებას“
რუსეთისა და საუდის არაბეთის ალიანსი ნავთობზე წარმოადგენს „ფიქტიურ ქორწინებას“

რუსეთისა და საუდის არაბეთის ალიანსი ნავთობზე წარმოადგენს „ფიქტიურ ქორწინებას“

გასულ კვირას, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში, მოიცავდა თავდაცვით საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბარს. სხვა სტრატეგიულ ინტერესებთან ერთად ერ-რიადს და ვაშინგტონს აერთიანებთ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ნაბიჯები, რევიზიონისტური ძალა, რომელსაც საუდის არაბეთი უპირსპირდება სირიასა და დანარჩენ მსოფლიოში.

მიუხედავად ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისა, საუდის არაბეთში სჯერათ, რომ ამერიკის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არ შეიცვლება. რუსეთი თავის მხრივ ზურგს უმაგრებს ირანს და კონკურენციას უწევს საუდის არაბეთს.

აქამდე, რაც რუსეთსა და საუდის არაბეთს აერთიანებს, არის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, რომლის მოქმედების ვადასაც მიმდინარე კვირაში, ვენაში ოპეკის სხდომაზე გაახანგრძილევებენ. ეს ართულებს გეოპოლიტიკას და იძლევა შესაძლებლობას რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უფრო ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბების. ორივე ქვეყანა დაზარალებულია ნავთობზე დაბალი ფასებით, რაც გარკვეულწილად ამერიკის მხრიდან ნავთობის მოპოვების ზრდამ გამოიწვია.

ორი ქვეყნის, რუსეთისა და საუდის არაბეთის აღნიშნულ შეთანხმებას, შეურთდა ქუვეითიც, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს მომდევნო წლის პირველ კვარტალში ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. ყველაფერი ვენაში გასამართ ოპეკის შეხვედრაზე გადაწყდება.

წინა კვირას, როგორც ოპეკის წევრი, ასევე ოპეკის არაწევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მხრიდან ნავთობის მოპოვების შემცირებაზე გაკეთებულმა განცხადებამ, ნავთობის ფასის 40$-ზე ქვემოთ ჩამოსვლისაგან გადაარჩინა.

როგორც Bloomberg-ი აღნინავს, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმება „ფიქტიური ქორწინებაა“, ის მიმართულია იმ ფინანსური შემოსავლების გაზრდისკენ, რის კლებასაც ნავთობის ბაზარი 2014 წლიდან მოყოლობეული განიცდის.

ნავთობზე ფასების ცვლილებამ მთლიანად აურია საუდის არაბეთს 2030 წლისათვის განსაზღვრული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ნავთობის ექსპორტის ჩამოცილება უნდა მომხდარიყო. ასევე, შეუმცირა ღირებულება საუდის არამკოს აქციების. ეს უმსხვისილესი საუდის არაბული კომპანია ჯამში 2 ტრილიონი დოლარი ღირს.

ნავთობზე ფასების დაცემამ სერიოზულად შეარყია რუსული რუბლი და რუსეთის ეკონომიკაც, რომლის ზრდის პროგოზი 1.4%-ია მიმდინარე წელს.

საუდის არაბეთს იმედი აქვს, რომ შეთანხმება ნავთობთან დაკავშირებით იქნება საწინდარი სხვა შეთანხმებებისა ორ ქვეყანას შორის. მათ სურთ კონსენსუსის მიღწევა, პირველ რიგში რუსეთის მხრიდან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის თაობაზე და ირანის პროტეჟობაზე.

დონალდ ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში მოინათლა როგორც ჟესტი იმისა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში კავშირი ვაშინგტონსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის არ შესუსტდება. სანამ ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა, მას ჰქონდა წინაასარჩევნოდ გაჟღერებული, რომ დრო იყო ამერიკის როლი დასრულებულიყო ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად სკეპტიკურად იყო განწყობილი ამერიკულ ინტერვენციებზე საზღვარგარეთ. ვიზიტის დასასრულს ტრამპა ამერიკასა და საუდის არაბეთს შორის ისტორიული საქმიანი ხელშეკრულება გააფორმა 110 მილიარდი დოლარის ღირებულების, რომელიც იარაღის შეძენასთანაა დაკავშირებული. ამ შეთანხმებით ამერიკამ დაადასტურა თავისი ინტერესი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლნებზე.

www.businessinsider.com

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share