Home » მსოფლიო » რუსეთი მზესუმზირის ზეთზე გადასახადს 280,8 დოლარამდე ზრდის

რუსეთი მზესუმზირის ზეთზე გადასახადს 280,8 დოლარამდე ზრდის

რუსეთში 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი მომავალი წლის 1 იანვრიდან 280,8 დოლარამდე გაიზრდება, 2021 წლის დეკემბრის 276,7 დოლართან შედარებით.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ეს საორიენტაციო და საბაზისო ფასებს (ტონაზე 1000 დოლარი) შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა სწორედ რუსეთია. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ სულ იყიდა 36,964 მლნ დოლარის ღირებულების 25 257 ტონა ზეთი, აქედან 87,7% ანუ 22 150 ტონა კი რუსეთში. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 1 853 ტონით, მესამეზე კი უკრაინა, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 1 137 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოვიდა.

Share