Home » ახალი ამბები » “როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს”,
"როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს",

“როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს”,

ვფიქრობ, ლარი ისევ ჩამოვა თავის ნორმალურ ნიშნულზე, რაც ყოველთვის ხდება, – ამის შესახებ “თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი მეზობლის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის – თურქული ლირის გაუფასურებას, საკმაოდ დრამატულად მიდის, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ვალუტაზეც და წლის ბოლოს თუ დააკვირდებით, შარშანაც და წელსაც იგივე ტენდენცია იყო. ვფიქრობ, ისევ ჩამოვა ლარი თავის ნორმალურ ნიშნულზე, რაც ყოველთვის ხდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოლოდინებს უკავშირებს, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მოლოდინი და პანიკა ერთ-ერთი კრიტერიუმი და განმსაზღვრელი ფაქტორია არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ვალუტის, “ამიტომ პანიკას არ უნდა ავყვეთ ხოლმე”.

“როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Share