Home » საზოგადოება » როცა გვინდა, რომ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში 40 მილიონი ჩავდოთ, კი ბატონო, ჩაიდოს, მაგრამ საიდან, რას მოვაკლოთ?
როცა გვინდა, რომ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში 40 მილიონი ჩავდოთ, კი ბატონო, ჩაიდოს, მაგრამ საიდან, რას მოვაკლოთ?

როცა გვინდა, რომ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში 40 მილიონი ჩავდოთ, კი ბატონო, ჩაიდოს, მაგრამ საიდან, რას მოვაკლოთ?

სამართლებრივი რეგულაციები ისეთი უნდა იყოს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკის რეფორმის შეფასებისას განაცხადა.

ხუნდაძის შეფასებით, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი სერიოზული საფრთხის შემცველია.

„ნარკოტიკების მომხმარებლები ციხეში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამართლებრივი რეგულაციები იმგვარი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს. რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ის უნდა იყოს სწორად გათვლილი, ფინანსურად გამყარებული და დრო სწორად შერჩეული. დოზები უნდა იყოს დაზუსტებული. ის, რაც კანონპროექტშია მოცემული, საფრთხის შემცველია. ევროპაში ერთი ადამიანის რეაბილიტაციისთვის 60 ევრო იხარჯება, ჩვენთან კი 2 ლარი. 2 ლარად ეს პროექტი ვერ განხორციელდება.

რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული. აუცილებელია, პროგრამა იყოს სრულფასოვანი. გარდა ფინანსებისა, კანონპროექტის ავტორების გათვლით, საჭიროა 5 სტაციონარული კლინიკა და 10 ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი. რა ფულით აკეთებთ ამას მითხარით და მე ვიქნები ამ კანონპროექტის ლობისტი. რას მოვაკლოთ, რა ფინანსებით გავაკეთოთ, ვირტუალურად? ან რა პასუხს ვაძლევთ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, დევნილებს, ვეტერანებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, როცა გვინდა, რომ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში 40 მილიონი ჩავდოთ. კი ბატონო, ჩაიდოს, მაგრამ საიდან, რას მოვაკლოთ და როგორ? პრიორიტეტების დაგეგმვაც სწორად უნდ ვისწავლოთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

Share